პროფილი



შპს. მოსულიშვილი და პარტნიორები-ს მუშაობის სფერო მოიცავს არქიტექტურულ და სამშენებლო სამუშაოებს,საცხოვრებელი და საზოგადოებრივი შენობებისთვის.ჩვენ გთავაზობთ პროექტირებასთან და მშენებლობასთან დაკავშირებულ ყველანაირ მომსახურებას, დაწყებული კონცეფციის შემუშავებიდან დამთავრებული პროექტის რეალიზებამდე.

.

  • დავალების საფუძვლიანი გამორკვევა (პირობების გარკვევა სამშენებლო დავალების გეგმარებითი გადაწყვეტილებისთვის)
  • წინაგეგმარება (გეგმარების მომზადება, არსებითი ნაწილების დამუშავება გეგმარებით დავალების გადასაჭრელად)
  • საპროექტო გეგმარება - გეგმარებითი დავალების საბოლოო გადაწყვეტილების დამუშავება
  • სანებართვო გეგმარება - ნახაზების დამუშავება და შეტანა შესათანხმებლად, ან საჭირო ნებართვებისთვის
  • სამშენებლო გეგმარება - სამშენებლო ნახაზების დამუშავება და გამოსახვა მშენებლობის დაწყებისთვის
  • სამშენებლო ფირმებისთვის შეკვეთების გაცემის მომზადება - რაოდენობის გარკვევა, შესასრულებელი სამუშაოების ჩამონათვლის შედგენა
  • შეკვეთების გაცემის პროცესში მონაწილეობის მიღება - ფასების დადგენა და შეკვეთების გაცემაში მონაწილეობა
  • მშენებლობის ზედამხედველობა - სამშენებლო პროცესისა და შესრულების ზედამხედველობა
  • ობიექტზე ზრუნვა და დოკუმენტირება - ობიექტზე ნაკლოვანებების გამოსწორების ზედამხედველობა და დოკუმენტირება
  • ობიექტის ჩაბარება

მუდმივი გეგმარების კონტროლი პროექტირების განმავლობაში, დეტალების გეგმარება, შესრულება და ჩვენი შენების ენთუზიაზმი უზრუნველყოფს ჩვენი შენობების მაღალ ხარისხს

ჩვენი კომპანია შედგება ახალგაზრდა არქიტექტორებისგან, ინჯინრებისგან და მშენებლებისგან, რომლებსაც აქვთ გერმანიაში და სხვა დასავლეთ ევროპის ქვეყნებში ნასწავლი ან ნამუშევარი სხვადასხვა არქიტექტურულ და სამშენებლო კომპანიებიშ

ჩვენ გვყავს ცოტა, მაგრამ კმაყოფილი დამკვეთი და ვმუშაობთ შემდეგი შემართებით "უფრო ხარისხი, ვიდრე რაოდენობა"